06.06.2010 მოსაზრება


"მზით გათანგული" მაყურებელი

 ფილმში  მოქმედების ძირითადი ნაწილი 1941 წელს ვითარდება ომის პირველი დღეებიდან შემოდგომამდე. საბჭოთა კავშირს  ვერაგულად დაესხნენ და  იგი მტერს დაბნეულად იგერიებს. ყველა ან გარბის, ან იმალება, და თუ მიდის საბრძოლველად- განწირულია. აქ არ არიან ლაჩრები, ტრადიციული გაგებით, მაგრამ სიმამაცეც-ან შიშისგანაა ან სიბრიყვისგან. ფილმს არა აქვს სიუჟეტი, არამედ აქვს ეპიზოდების დაქსაქსული მოზაიკა,  რომლებიც შეწებებულია ერთადერთი გადასვლით-”კომპიუტერული ნისლით” და არა აქვთ ამ ეპიზოდებს არც დასაწყისი და არც დასასრული, არც რიტმი და არც  აზრი-ერთი გაწელილი სიცარიელეა, რომელიც შექმნა ”ხელოვანმა, რომელიც ეძებს კადრს”. ეს იმიტომ, რომ ისევე როგორც მრავალრიცხოვან მსახიობთა ჯგუფისათვის, ასევე მშრომელი-ხმის რეჟისორისა და ოსტატი-კონოოპერატორისათვის   დაავიწყდათ აეხსნათ რაზეა ფილმი.

  ერთ-ერთ ეპიზოდში მიცურავს  ტივი ბავშვებითა და დაჭრილებით. კაპიტანი ყველა ჯარისკაცს ართმევს იარაღს და ასჯერ უმეორებს : პანიკის გარეშე, გერმანელები ჩვენ არ გვესვრიან, ჩვენ წითელი ჯვრიდან ვართ,  მთავარია- პროვოკაციის გარეშე. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა იგრძნოს თავი გმირად! მავანმა მაშხალით გადაწყვიტა თვითმფრინავის ჩამოგდება. შედეგად-ერთი მოკლული ფრიცი და ასობით უდანაშაულო ხალხი, მათ შორის პიონერები.

სხვა კადრში ფაშისტური კოლონა მოძრაობს პატარა სოფლის გასწვრივ.  ერთ-ერთი გერმანელი დაინახავს ნადიას. იგი ცდილობს გერმანელს გაექცეს. ვიღაცის მზრუნველმა ხელმა მდევარზე შური იძია და ამის გამო გერმანელებმა სოფელი გადაწვეს. საიდანღაციდან შემთხვევით აღმოცენებული დაქალი ამშვიდებს ნადიას : რატომ იცოდებ მათ, თვითონ დაიმალნენ, შენ კი არ დაგმალეს, ჰოდა ღირსები არიან დაიწვან. თვითონ ნადიამ დამალვა ვერსად ვერ მოახერხა. ისე შეეშინდა რომ გაშეშდა და ხის უკან დამალვაც კი არ მოუვიდა თავში....

რა არის ეს, თუ არა არგუმენტირებული დასაბუთება იმისა, რომ გმირობა ომში არ არსებობს, მხოლოდ არის მძიმე ადამიანური იდიოტიზმის ნარევის გამოვლინება სევდისმომგვრელ ადამიანურ ეგოიზმთან ერთად? აქ გმირობა გმირობა კი არაა, არამედ სიბრიყვის უმაღლესი გამოხატულება. ბრიყვის სიმამაცეს და გამბედაობას კი   კატასტროფა მოაქვს. თუმცა ფილმში ერთი საგმირო ეპიზოდი მაინც არის და იგი საუკეთესოა. მოსკოვის მისადგომებთან კრემლის კურსანტებს შეუერთებენ საჯარიმო ბატალიონს. მათი ამოცანაა დაიცვან ტერიტორია. არავის უკან არ დაუხევია. დიახ, ეს გმირობაა, მაგრამ აზრი? ახალგაზრდების სიკვდილმა ვერ შეაჩერა მტერი, მან შემოუარა ზურგიდან და მაინც დაიკავა მოცემული ტერიტორია. მაშ, რა აზრი ჰქონდა შაშხანებიანი მეომრების დაპირისპირებას გერმანულ ტანკებთან? ვინ გასცა ბრძნება? ვის სჭირდებოდა ახალგაზრდების სიკვდილი? იმ ახალგაზრდებისა, რომლებმაც მხოლოდ ლამაზად მარშირება იცოდნენ და თუმცა ომისა არაფერი გაეგებოდათ მაინც მზად იყვნენ უშიშრად გაეწირათ თავი სამშობლოსთვის?

 თუ მოცემულ ეტაპზე რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის მიზანი იყო დარბაზიდან გასული მაყურებლის ამოოხვრა: ”მთავარია, ომი არ იყოს!”, მაშინ მას მიაღწია, მაგრამ თუ მოელოდა აღფრთოვანებულ:”ეს ჩვენ ვომობდით და ჩვენ გავიმარჯვეთ!’, მაშინ ეს განეკუთვნება შემდეგ სერიას (სულ თავიდან თუ ავითვლით-მესამეს). ხელოვანის მისწრაფება გასაგებია: იმისათვის რომ აჩვენო დიადი გამარჯვება, უნდა აჩვენო დიდი მარცხი, ანუ, უფრო მაღლა რომ აფრინდე, ჯერ ძირს უნდა დაეცე. შესაძლოა ორივე ფილმის ერთად განხილვისას ეს ჩანაფიქრი ყველასათვის ნათელი გახდეს, მაგრამ სანამ მეორე (მესამე) ფილმამდე კიდევ ნახევარი წელია-ეს ფაქტი ჯერ კიდევ ბუნდოვან შთაბეჭდილებას ტოვებს.

რეჟისორი, რომელიც ცდილობს ერთდროულად ელაპარაკოს ახალგაზრდობას მისთვის გასაგებ ენაზე და თან ეჭიროს მაღალზნეობრივი პათოსი, განიცდის ფიასკოს. ის, რომ მრავალწლიანი ტიტანური სამუშაო გადააქცია ბალაგანად-ასეთი ხვედრი ბევრმა დიდოსტატმა  გაიზიარა, მაგრამ იგი იძლევა  რუსების ეროვნული ტრაგედიის  საქილიკო საბაბს. უბედურება იმაშია, რომ ახალგაზრდობის ომით დაინტერესების იდეამ რეჟისორი ისე გაიტაცა, რომ ალაგ-ალაგ მისთვის შეუფერებელ უხამსობაშიც კი გადადის. ხან სტალინის ბიუსტი ეცემა არა რომელიმე დაუსახლებელ ადგილას, არამედ,  სანტიმეტრში მტრისგან სასწაულად გადარჩენილი ნადიასგან. ხან ბოშები დახტიან თავისი ფრიალა ქვედატანებით ფრიცების გარშემო, ხან თავად კოტოვი იწონებს თავს თავისი მეტალის სამაჯურით, საიდანაც უცბად ამოხტება ჯაყვა. საკვანძო მომენტი დგება, როცა დამწვარი ტანკისტი სთხოვს ნადიას აჩვენოს შიშველი მკერდი  და ამის მერე აღფრთოვანებული კვდება. თოვს და ისმის სევდიანი მუსიკა.

 საქმე იმაში კი არაა, მართლა ასე იყო თუ არა. შესაძლოა იყო კიდეც. მაგრამ როგორ შეიძლება აჩვენო დღეს ასეთი სახით და ვერ ხვდებოდე, რომ ყველაფერი ეს არ აღიქმება ისე, როგორც ეს ავტორმა ჩაიფიქრა? ყველაზე საწყენია ის, რომ  ასეთ ფონზე საკმაოდ სახელოვან მსახიობებსაც კი  ყოველთვის არა აქვთ სათამაშო. პირველ რიგში ეს ეკუთვნის ოლეგ მენშიკოვს. 1994 წელს მან გააოგნა მაყურებელი თავისი ნიჭის მრავალმხრივობით. მაშინ მისი მიტია იყო ცოცხალი პერსონაჟი, მრავალფეროვანი და სავსე არტისტიზმით, მაგრამ ამ ყალბი ენერგიულობის უკან მასში დაბუდებული ბოროტების გამცნობიერებელი. ეს იყო მომხიბვლელი ბოროტება. ახალ ფილმში ეს ყველაფერი გადახმა, დარჩა მხოლოდ ნიღაბი, რომელიც არავითარ ემოციას არ გადმოსცემს.

ამის გაგება შეიძლებოდა ისე, თითქოს მოხდა გმირის ტრანსფორმაცია მძიმე გარემოებების შექმნის გამო, რომ არა ასეთივე ნიღაბი, რომლითაც მენშიკოვმა დააჯილდოვა ფანდორინი რამოდენიმე წლით ადრე. როლის სქემა იგივეა, ოღონდ ”მრჩეველში” მას ჰქონდა მთავარი პარტია, აქ კი აშკარად მეორეპლანიან გმირად თვლის თავს. მთელი მისი ამოცანა ფილმში დადის იქამდე, რომ შეაერთოს ძველი ახალთან და არ გაწყვიტოს დროის ძაფი. რადგან გმირები გადარჩნენ, და გადარჩნენ ყველანი, საჭირო გახდა მათთვის ფუნქციის მინიჭება. ეს ნონსენსი გადარჩენილ გმირებთან დაკავშირებით აწუხებდა საზოგადოებრივ წარმოსახვას ის წლები, სანამ იქმნებოდა ოსკაროსანი ფილმი. დღემდე ყველა პრეტენზია დადიოდა ერთადერთ აზრამდე: როგორ-ყველა ხო დაიხოცა? მაგრამ ახალ ფილმში იმდენი შეუსაბამობა აღმოჩნდა, რომ ამას უკვე აღარ აქცევ ყურადღებას, მით უმეტეს, რომ დოკუმენტებით სიკვდილი მოგონილია. და შენც იჯერებ, რადგან საბჭოთა კავშირში აპრიორი არ იყო ისეთი დოკუმენტი, რომელსაც ასპროცენტიანი დაუჯერებდი. თავად ქვეყნის ისტორია რამოდენიმეჯერ იქნა გადაწერილი და კინოს ვინღა შეედავება?

 მით უმეტეს ყველასთვის გასაგებია, რისთვის შეიქნა ეს საჭირო. მიხალკოვმა შექმნა ფილმი დიდ სამამულო ომზე. და როგორც გამოცდილი ხელოვანი კარგად აცნობიერებდა, რომ ცოტაა გადაიღო ფილმი, იგი უნდა გაყიდო კიდევაც. თანაც არა მარტო სამშობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. რა იყიდება ყველაზე კარგად? რა თქმა უნდა- სიქველი.

.

მაყურებელს ყოველთვის აინტერესებს, რა ბედი ეწია საყვარელ გმირებს. თუმცა ფილმის სათაურში მდგარი ციფრი ”2”-ის მერე უფრო რთული ხდება სათაურის გაგება. ვინ და ვის მიერ არიან გათანგულები? ძველებურად სტალინის მიერ? დავუშვათ ერთ ეპიზოდში ჩააყოფინებს კოტოვი ტორტში თავს, დავუშვათ ახსენებენ მას, როცა უნდათ დაადანაშაულონ ხელისუფლება ახალგაზრდების სიკვდილში. მაგრამ ეს ხდება ინერციით. ამ ფილმის გმირები გაითანგნენ არა მზით, არამედ ომით.

 

არქივი

თეთრი–ლენტი, შავი სამყარო

,,მკითხველი“–ს ყურადღებით ნახვა 

ჯული და ჯულია: ბედნიერება რეცეპტით

მათი სახელები ცნობილი გახდა

 ”ჯონი დ”–ს "ნაიარევი სახე"

ლარს ფონ ტრიერის ”ანტიქრისტე”

სიკვდილის შიშზე და სიცოცხლის სიყვარულზე

მისი დედის ახალი საყვარელი

ყველა ერთად და ცალ–ცალკე

ერთი ომი და ორი მოსაზრება

სამკუთხედი ან ....ოთხკუთხედი

მისი ომი

"ურიელ აკოსტა" და სიყვარულის მარადიულობა

ვარდისფერი ევროპა

რეალური მაფია

“მილიონერი გარეუბნიდან”

ფორსაჟი 4

ინტერნაციონალი (The International)

ანგელოზები და დემონები

თეთნულდის სისხლიანი კალთები


Artbase 2007-2010
ოპერატიული კავშირი ბაზასთან 855 36 62 18
საიტის დამზადება — Modart Image