ონლაინ–ბაზაში გაწევრიანების მსურველი ან უკვე გაწევრიანებული მსახიობების საყურადღებოდ!
Artbase სთავაზობს პროფესიონალ მსახიობებს და თეატრალური სასწავლებლების სტუდენტებს, მათ ვინც აპირებს გაწევრიანდეს ჩვენი საიტის ონლაინ–ბაზაში, ძირითად სამსახიობო ბაზაში გაწევრიანებას. ძირითადად სამსახიობო ბაზაში მსახიობის შემჩნევადობა გაცილებით მაღალია, მსახიობის პროფაილში თავსდება 4 ფოტო (2 ვარიანტში–დიდი და პატარა), ვიდეო, მსახიობი პერსონიფიცირებულია ანუ პროფაილს მისი სახელი და გვარი ამშვენებს. ამასთანავე ბაზაში პერსონალიის მოძიება ხდება ანთროპომეტრული მონაცემებით.
იმისათვის, რომ თქვენ გაწევრიანდეთ ძირითად სამსახიობო ბაზაში:
1. უნდა გაწევრიანდეთ ჯერ ონლაინ–ბაზაში მისი მოთხოვნების შესაბამისად.
2. skype-vartbaza დაუკავშირდით სააგენტოს, უპასუხოთ რამდენიმე შეკითხვას და გადააგზავნოთ მოთხოვნის შესაბამისად რამდენიმე ფოტო, საიდანაც აირჩევა 4 ფოტო (პროფილი, ანფასი, ნახევარი და მთლიანი ტანის გამომხატველი ფოტოები).
|