
ჩვენთან უკვე გაწევრიანდა...
|
ონლაინ–ბაზაში გაწევრიანების მსურველი ან უკვე გაწევრიანებული მსახიობების საყურადღებოდ!
Artbase სთავაზობს პროფესიონალ მსახიობებს და თეატრალური სასწავლებლების სტუდენტებს, მათ ვინც აპირებს გაწევრიანდეს ჩვენი საიტის ონლაინ–ბაზაში, ძირითად სამსახიობო ბაზაში გაწევრიანებას. ძირითადად სამსახიობო ბაზაში მსახიობის შემჩნევადობა გაცილებით მაღალია, მსახიობის პროფაილში თავსდება 4 ფოტო (2 ვარიანტში–დიდი და პატარა), ვიდეო, მსახიობი პერსონიფიცირებულია ანუ პროფაილს მისი სახელი და გვარი ამშვენებს. ამასთანავე ბაზაში პერსონალიის მოძიება ხდება ანთროპომეტრული მონაცემებით.
იმისათვის, რომ თქვენ გაწევრიანდეთ ძირითად სამსახიობო ბაზაში:
1. უნდა გაწევრიანდეთ ჯერ ონლაინ–ბაზაში მისი მოთხოვნების შესაბამისად.
2. skype-vartbaza დაუკავშირდით სააგენტოს, უპასუხოთ რამდენიმე შეკითხვას და გადააგზავნოთ მოთხოვნის შესაბამისად რამდენიმე ფოტო, საიდანაც აირჩევა 4 ფოტო (პროფილი, ანფასი, ნახევარი და მთლიანი ტანის გამომხატველი ფოტოები).
ანკეტის შევსებისას გთხოვთ გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი:
- კურსივით გამოყოფილი გრაფები კონფიდენციალური ხასიათისაა და საიტზე არ გამოქვეყნდება
- ასაკობრივი შეზღუდვა: 16 წლამდე ასაკის პირებისგან ანკეტა არ მიიღება
- არ განათავსოთ სხვა პიროვნების, ფლორისა და ფაუნის, ნივთის, პორნოგრაფიული ხასიათის ფოტო. აგრეთვე ფოტოები, სადაც არ ჩანს სახე (მზის სათვალეებით, ზურგით, სახეზე ჩამოშლილი თმებით, საერთო პლანი, უხარისხო ფოტო)
- ფოტო უნდა იყოს jpg ფორმატში, სასურველი ზომა 130x130 პიქსელი.
- ანკეტაში მოცემული ტექსტობრივი და ვიზუალური ინფორმაციის სიზუსტეზე ს/ს „არტ–ათეული“ პასუხს არ აგებს.
- ს/ს „არტ–ათეული” იტოვებს უფლებას ანკეტა წაშალოს მისი მფლობელის გაუფრთხილებლად.
- ტექნიკური შეკითხვები − artateuli@gmail.com
|